- კომპანია გეგმავს ახლად მოზიდულ ინვესტიციას ზრდისთვის, განვითარებასა და ახალი კადრების აყვანისთვის გამოიყენოს
ჰელსინკი, ფინეთი, 19 ივნისი, 2019 - დღეს ვოლტმა, ჰელსინკიში დაარსებულმა საკვების მიტანის მომსახურება ახალ, $160,000,000 ინვესტიციის მოზიდვა დააანონსა.ეს ინვესტიცია შედგება გაუხმაურებეელი საიანვესტიციო ორი რაუნდისგან, 2018 წელს სერია B-ში კომპანია 83North-დან მოზიდული $30 მილიონისა და სერია C-ში ICONIQ Capital-დან მოზიდული $130 მილიონისგან. ინვესტორების სიაში არიან Highland Europe, EQT Ventures და Lifeline Ventures. ვოლტი ამ თანხას ზრდისა და ახალ ქვეყნებში გაფართოებისთვის გამოიყენებს.
„გათვლების მიხედვით, საკვების მიტანის ბაზარი 2030 წლისთვის $35 მილიარდიდან $365 მილიარდამდე გაიზრდება. ეს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიაში სწრაფი ზრდა სირთულეს არ წარმოადგენს, ყველაზე რთული ამოცანა ამ ზრდის პარალელურად, კომპანიის გრძელვადიანი, სწორი ბიზნეს მოდელის შემუშავებაა. ზუსტად ამაზე ფოკუსირებს ვოლტი და ქმნის ინდუსტრიში ყველაზე ეფექტურ საკვების მიტანის მომსახურებას. ახალი ინვესტიციაც სწორედ იმაზე მიუთითებს თუ რამხელა შედეგს მივაღწიეთ, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.“ - ამბობს მიკი კუუსი, ვოლტის თანადამფუძნებელი და CEO.
სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ ვოლტი სკანდინავიის 4 ქვეყანასა და 10 ქალაქში ოპერირებდა. დღეს კი ვოლტი ევროპისა და შუა აზიის მასშტაბით, 15 ქვეყანასა და 50 ქალაქშია წარმოდგენილი. საკვების მიტანასთან ასოცირებულ გამოწვევებზე ვოლტის პასუხი ინოვაციური ტექნოლოგიაა. ვოლტის პლატფორმა რეალურ დროში ახდენს ლოჯისტიკურ ოპტიმიზაციას, რაც შეკვეთების გაცილებიტ ეფექტურად მიტანის საშუალებას იძლევა.
„ვოლტი ამ ინდუსტრიაში მართლაც რომ გამორჩეული კომპანიაა. ჩვენ მოხიბლული ვართ კომპანიის ეფექტური საოპერაციო მოდელით და ფინანსური მონაცემებით. მოხარულები ვართ, რომ ვოლტის ფანტასტიურ გუნდთან მოგვიწევს მუშაობა, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ კომპანიის სწრაფ ზრდას და გაფართოებას, ამავდროულად ქმნიან ძლიერ და მდგრად კომპანიას. გრეგ სტანგერი, გენერალური პარტნიორი, ICONIQ Capital.
ვოლტი ფინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. კომპანიაში 450-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ვოლტი აგრძელებს საკუთარი ტექნოლოგიის განვითარებას, რაშიც 80 დეველოპერია ჩართული. დამატებით, ვოლტმა მნიშვნელოვანი საოპერაციო საფუძველი შექმნა. ვოლტი 50 ქალაქის 5,000-ზე მეტ რესტორანთან და 10,000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.
პრესის საკონტაქტო დეტალები
-
- Natalia Jaliashvili
- Communications Manager, Azerbaijan, Georgia and Kazakhstan
- press@wolt.com